18 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
კლანური გავლენები და არასწორად შერჩეული მოსამართლეობის 20 კანდიდატი - ოპოზიციის შეფასება

დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი უმაღლესი ინსტანციის ოცკაციან სიას - მოსამართლეობის კანდიდატები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. მათ უკვე გაიარეს საკომიტეტო მოსმენები და როგორც დეპუტატების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს. 

კლანური გავლენები და არასწორად შერჩეული 20 კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის - ასე აფასებენ ამ სიას საპარლამენტო ოპოზიციაში. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, თითოეული კანდიდატი არასწორი კრიტერიუმებით შეირჩა და ამ სიას მხარს არ დაუჭერენ.

პარლამენტის წევრი და საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი მოუწოდებს ყველას, მაქსიმალურად შეუშალონ ხელი იმ პროცესებს, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ელექტორატის მოტყუებით წამოიწყო. გოგიჩაიშვილის განცხადებით, 2016 წლის არჩევნები იმისთვის არ მოუგიათ, რომ მიხეილ ჩინჩალაძე უვადო მოსამართლე გამხდარიყო. 

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის ოთარ კახიძის განმარტებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი სერიოზული ხარვეზებით და პრობლემებით იყო სავსე. ამასთან, კახიძე იმ კანონპროექტზეც საუბრობს, რომელიც მათ "ქართულ ოცნებას" შესთავაზეს და რომელიც პარლამენტმა ჩააგდო.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, მმართველი გუნდიდან ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. მისთვის გაუგებარია ის შენიშვნები, რაც ამ სიასთან დაკავშირებით ისმის, რადგან ჩუგოშვილის განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით პროცესი გამჭვირვალედ და ღიად ჩატარდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმითვე, აღნიშნული პროცესები კენჭისყრების მეშვეობით გაგრძელდება.

 

დღის ამბები