"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებისადმი საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოხატული პოზიცია დასაფასებელია, თუმცა, კალაძის განმარტებით, მიმდინარე წელს ახალი საკონსიტუციო ცვლილება აღარ განიხილება.
"ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია მიმდინარე მოვლენებისადმი ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხატული პოზიცია. საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი, ცივილიზებული თამაშის წესები კი, რა თქმა უნდა, ყველასგან კანონის ფარგლებში მოქმედებას მოითხოვს.
არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას.
არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით," - აღნიშნა კახა კალაძემ.