"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, არაძალადობრივი პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
"არაძალადობრივი გზით მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება. დიდი ნაბიჯი გადავდგით დღეს, როცა ვაჩვენეთ რეალური სახე "ქართული ოცნების". რას ვაპირებთ?! ნახავთ, ხვალაც, ზეგაც. მიუხედავად იმისა, რომ გზები დაკეტილია, რამდენი ადამიანი მოგვემატა კიდევ. საქართველოს სჭირდება ეროვნული ერთობა და თანხმობა. სიკეთე სძლევს ბოროტებას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.