აუდიტის სამსახური გორის მერიის მიერ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ჩატარებული ტენდერების კონკრეტულ კომპანიებზე მორგების რისკზე მიუთითებს. ანგარიშის თანახმად, 2017-2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტმა გზების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და მოვლა-შენახვის სამუშაოების შესყიდვისთვის 33 ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პროცესის შესწავლით გამოვლინდა, რომ ტენდერებს "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ოჯახი იგებდა.
აუდიტის სამსახურის დასკვნას აფასებენ ოპოზიციაში და ამბობენ, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მოიცავდა სხვადასხვა სახის შემზღუდავ მოთხოვნებს, რის გამო, ტენდერები ტარდებოდა ერთი და იგივე მიმწოდებლების მონაწილეობით, ხოლო კონკურენციის შემთხვევაში ხდებოდა დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.