ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, წარმატებას მიაღწევს იმ პრიორიტეტების განხორციელებაში, რომელიც მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროგრამაშია ხაზგასმული:
"საქართველო პირველად გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა და მინდა მოგილოცოთ ეს ფაქტი. თქვენმა მთავრობამ წარმოადგინა პროგრამა, რომელშიც ხაზგასმულია პრიორიტეტული საკითხები. ყველასათვის მნიშვნელოვანია და საინტერესო ეს პრიოროტეტები. ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა - ეს ის საკითხებია და დიდი იმედი მაქვს წარმატებას მივაღწევთ მათ განხორციელებაში," - განაცხადა ლინოს-ალექსანდრ სიცილიანოსმა.