პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას თქმით, ხელისუფლებას სურვილის არსებობის შემთხვევაში საარჩევნო სისტემის ცვლილება ადვილად შეუძლია, როგორც გერმანული მოდელით, ასევე ჩაგდებული პროექტის ხელახალი ინიცირებითაც.
ანცხადება ბესელიამ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც ხვალ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით უნდა შედგეს და რომლის მთავარი თემაც, საარჩევნო სისტემა უნდა იყოს.
"ქვეყანაში, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა ყველანი ვთანხმდებით- მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული არის გამოსავალი, რომელსაც არ სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება, თუმცა ხელისუფლებას თუ სურვილი აქვს, მოსწრებადია კონსტიტუციის შეცვლის გზითაც, ხელახლა ინიცირება იმ პროექტის," - განაცხადა ეკა ბესელიამ.