18 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
2019 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 10 პროცენტით გაიზარდა - ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით,  2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  86 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 20%-ით მეტია.

მათივე ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო  86,2 მლნ ბოთლი ღვინო, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელიც დასრულდება ახალი რეკორდული მაჩვენებლით, ვინაიდან, ტრადიციულად, დეკემბრის თვეში ექსპორტის რაოდენობა მაღალია სხვა თვეებთან შედარებით.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 24% (3 746 092 ბოთლი), ჩინეთი - 2% (6 323 463), აშშ - 48% (660 874 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 22% (126 493).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 48% (653 322 ბოთლი), გერმანია - 40% (615 723), ბელარუსი - 68% (2 505 617), ისრაელი - 81% (287 023), ესტონეთი - 27% (648 884), რუსეთი - 11% (53 964 172), მოლდოვა - 8551% (612 524), ნიდერლანდები - 22% (88 114), ჩეხეთი - 17% (67 584), შვედეთი - 562% (78 390), ბულგარეთი - 23% (32 934), მონღოლეთი - 5% (224 652) და ა.შ.

11 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 323-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 24 ქვეყანაში ექსპორტირებულია 28,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 60%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 60,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 585 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 63% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,6 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 56%).

მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 325 მლნ აშშ დოლარი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს," - აღნიშნულია განცხადებაში.

 

დღის ამბები