30 დეკემბერი 2024,   21:20
ვრცლად
თურქეთი ლიბიაში სამხედროებს გააგზავნის

თურქეთი ლიბიაში სამხედროებს გააგზავნის. გადაწყვეტილება რამდენიმე საათის წინ თურქეთის პარლამენტმა მიიღო. ჯარების გაგზავნაზე ნებართვის მისაღებად პარლამენტს თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დახმარება  ლიბიის ხელმძღვანელობამ სთხოვა, რომელიც რამდენიმე წელია, ამბოხებულებს ებრძვის.

2011 წელს ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მოკვლის შემდეგ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. აღმოსავლეთ ნაწილს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავს, ქვეყნის დედაქალაქში კი გაეროსა და ევროკავშირის დახმარებით შექმნილი ეროვნული თანხმობის მთავრობაა.

დღის ამბები