18 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
იგეგმება 2000 ანტიგენის შემოტანა, რომლის გაკეთებაც ანალიზატორის გარეშეა შესაძლებელი - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე 2000 სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტია.

მინისტრის მოადგილის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება დამატებით 2000 ანტიგენის შემოტანა, რომლის გაკეთებაც ანალიზატორის გარეშე არის შესაძლებელი.

"ამ დროსითვის ქვეყანაში არის 4 000 ანტისხეულზე დამყარებული ტესტი, რომელიც იძლევა იმუნოგლობული ორივე ემ-ის და ჯი-ს ერთდროულად განსაზღვრის საშუალებას, და ასევე არის 2000 სწრაფი ანტიგენზე დამყარებული ტესტი, რომელსაც სჭირდება ანალიზატორი, იმისთვის., რომ ეს ტესტი შესრულდეს.

გარდა ამისა, ჩვენ უმოკლეს ვადაში ველოდებით დამატებით, კიდევ 2 000-ს ანტიგენს, რომლის გაკეთება უკვე ანალიზატორის გარეშე არის შესაძლებელი. მისი გამოყენება მოხდება მარტივად, კლინიკების მიერ. თითოეულ კლინიკაზე არის უკვე გამოყოფილი ის ლაბორატორია, ვინც გარდა ლუგარის და სხვა ლაბორატორიებისა გააკეთებს საკონტროლო ტესტირებას, რადგან ჩვენ თავდაპირველად მაინც ხარისხიდ კონტროლის მექანიზიმის გამოყენება და გადამოწმება დადებითი პასუხის პისიარ ტესტირების," - განაცხადა თამარ გაბუნიამ "რუსთავი 2"-ის კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, ასევე იგეგმება ე.წ. ცხელების კლინიკებიდან დამატებით 2 ადამიანის ტრენინგი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ.

დღის ამბები