"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" ინიციატივას , რის მიხედვითაც სამთავრობო გუნდის წევრები კორონავირუსის წინააღმდეგ ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ "ევროპული საქართველო" უკვე 3 კვირაა, რაც 350 გაჭირვებულ ოჯახს, სადაც მარტოხელა, ხანდაზმული ადამიანები ცხოვრობენ, სურსათით და პირველადი მოხმარების ნივთებით ეხმარება. მან ხაზი გაუსვა, რომ ამ დახმარების ღირებულება ყოველკვირეულად 10 000 ლარს აჭარბებს და ეს არის თანხა, რომელსაც პარლამენტის წევრები "ევროპული საქართველოდან" საკუთარი ხელფასით ფარავენ.
"ჩვენ ვაკეთებდით და მომავალშიც გავაგრძელებთ ამ 350 ოჯახის დახმარებას, ოღონდ ამას ვაკეთებდით და გავაგრძელებთ ზედმეტი პიარის და საჯაროობის გარეშე",- განაცხადა დავით ბაქრაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.