საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 მილიონის ჩარიცხვას უაღრესად დასაფასებელი ქმედება უწოდა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ფონდი ქართუ" უნიკალური დაზღვევას წარმოადგენენ ქვეყნისთვის:
"ეს თანხები, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან და COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. რა თქმა უნდა, როცა COVID-19-ზე ვსაუბრობთ, უნდა გვესმოდეს ორ ფრონტზე ვიბრძვით ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფრონტზე და ყველა ეს რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული მოხმარდება ამ მიზანს. ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ" ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი წლებია უკვე მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ამ ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით. იქ სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, სადაც სისტემურად გვჭირდება დახმარება, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება, სადაც სახელმწიფოს უჭირს და ეს არის უაღრესად დასაფასებელი, დღეს საზოგადოება ხედავს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში," - განაცხადა გიორგი გახარიამ.