მთავრობის წევრების განცხადებით, კორონავირუსის გამო 112-ის მუშაობას საფრთხე არ ემუქრება, რადგან ხელისუფლების მხრიდან არის სრული მზაობა იმისათვის, რომ კრიზისის მართვა რაც შეიძლება დროულად და ეფექტურად მოხდეს. შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განმარტებით, საჭიროების შემთხვევაში უკვე მობილიზებულია 2 ალტერნატიული ლოკაცია სადაც 112-ის ფუნქციონირება გაგრძელდება.
"დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, კიდევ სადმე, რომ მოხდეს რამე გვაქვს დამატებით 2 ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია გადავიდეთ და იქიდან გავაგრძელოთ მუშაობა. ანუ, იმას ვერ ვიტყვით, რომ დავიტვირთებით და ამ პრობლემას ვერ გავუმკლავდებით,"- აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება, მთავრობის მიერ ამოქმედებულ ცხელ ხაზს - 114, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ზარები ძირითადად ეკონომიკური საქმიანობის ნაწილზე შედიოდა.
"100 ათას ზარს უპასუხა 144-მა, დღეში საშუალოდ 10 ათასი ზარი შემოდის, თუმცა პირველ დღეებში დაწოლა ბევრად მაღალი იყო. თავიდან ზარები ძირითადად გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით შემოდიოდა, ხოლო ბოლო პერიოდში კი მეტი კითხვა ეკონომიკური საქმიანობის ნაწილზე იყო,"- განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, გიორგი სახოკიამ.