ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ პარლამენტში ბიუროს პირველი სხდომა დაიწყო. დეპუტატების მსჯელობის მთავარი საკითხი საგანგებო მდგომარეობა და მისი შესაძლო გახანგრძლივებაა.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუკი მოქალაქეების მიერ რეკომენდაციები ზედმიწევნით იქნება შესრულებული, არ არის გამორიცხული, მაისიდან შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად განხორციელდეს.
"რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, რაც უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ ახლა უსაფრთხოებისთვის აუცილებელ შეზღუდვებზე, ეს არის წინაპირობა იმის, რომ მით უფრო მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე იყო. თუ ეს პირობები შესრულდება განუხრელად, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ, მაისიდან უკვე დავიწყოთ ზომების მოხსნა ეტაპობრივად იმ მოცემულობით, რასაც რეალური მონაცემები და მიმდინარე მონაცემები საშუალებას მოგვცემს,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.