18 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 866 ათასს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონ 866 ათას მიაღწია, აქედან თითქმის 435 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

მეცნიერების ყურადღების ცენტრში ახლა სამხრეთ კორეაა, სადაც უკვე დადასტურდა, რომ იმ მოქალაქეების ნაწილი, რომელმაც "კოვიდ-19" უკვე დაამარცხა, ხელახლა დაინფიცირდა.

მეცნიერები იკვლევენ ინფიცირებულებში რეაქტივაცია მოხდა ვირუსის, თუ ისინი ხელახლა დაინფიცირდნენ. შემთხვევათა რაოდენობამ კორეაში 166-ს მიაღწია ბოლო 24 საათში.

რაც შეეხება იაპონიას, ბოლო 24 საათში 91 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გასულ კვირას მთავრობამ იაპონიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ირანში კროონავირუსით გარადაცვალებათა რიცხვი არ იცვლება, უახლოეს მომავალში მთავრობა ქვეყანაში ბიზნეს ცენტრებისა და სავაჭრო ობიექტების ამუშავებას გეგმავს.

რუსეთში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 18 000 გასცდა, მდგომარეობა ქვეყანაში უფრო მეტად უარესდება.

დღის ამბები