კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 5 პაციენტი განიკურნა, ჯამში კი უკვე 93 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov. ge-ზე ახალი გამოჯანმრთელებული პაციენტების შესახებ, რამდენიმე წუთის განმავლობაში ორჯერ განახლდა.
საქართველოში, ამ დროისთვის, კვლავ კორონავირუსით ინფიცირების 394 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 93 გამოჯანმრთელებული, ხოლო 4 გარდაცვლილი. რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილ მოქალაქეებს, მათი რაოდენობა ისევ სამია.
კარანტინის რეჟიმშია 5,094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 547 პირი.