18 ნოემბერი 2024,   07:32
ვრცლად
გაეროს გენერალურმა მდივანმა ​კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოში გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა

საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს ესაუბრა. გუტიერეშმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მისცა.

საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვირუსის გავრცელებით გამოწვეულ სირთულეებზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს ხელისუფლების მზაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის დახმარების თაობაზე. 

დღის ამბები