პრემიერ მინისტრის მრჩეველი, ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს ქვეყანაშია დაწესებული, მხოლოდ ვირუსის გავრცელების შეფერხებას ემსახურება.
მისი თქმით, ამ ღონისძიებების გატარებით, COVID-19 ნაკლებ ზიანს მიაყენებს ქვეყანას.
"საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 17 აპრილის 12:00 საათიდან 27 აპრილის დღის ბოლომდე გაგრძელდა შეზღუდვა რომელიც ეხებოდა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებას. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მინდა ავუხსნა, რომ ხელისუფლების მიერ გატარებული ყველა შეზღუდვა და რეკომენდაცია, რომელიც არსებობს, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს - იმას, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევამციროთ ის ზიანი, რაც შეიძლება COVID-19-მა შეიძლება მიაყენოს ჩვენს საზოგადოებას და მოქალაქეებს. ყველა რეგულაციის, შეზღუდვის მიზანია, რომ დაიცვათ ჩვენი თითოეული მოქალაქის სიცოცხლე, მაქსიმალურად შევაფერხოთ COVID-19-ის გავრცელება და მივცეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომ ყველა ჩვენს მოქალაქეს მისცენ მაღალი ხარისხის მომსახურება,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.