18 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
ჩვენ გვითხრეს, რომ ხმა მიეცით იმას, რის შინაარსაც გეტყვით მერე, მომავალში - ელენე ხოშტარია

საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივებას, რომლის გაგრძელების გადაწყვეტილებაც პარლამენტმა უკვე მიიღო, მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მთავრობამ არ წარუდგინა დეპუტატებს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივებისთვის მხარი ოპოზიციასაც დაეჭირა.

საკმარის მტკიცებულებებში ხოშტარია გულისხმობს ანტიკრიზისულ გეგმას, ასევე, იმ კონკრეტულ აკრძალვებს, რომელიც 22 მაისის ჩათვლით იმოქმედებს და შეზღუდვების მოხსნის გეგმას, რომელიც, მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს. 

"სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრას პარლამენტში ვერ დავარქმევთ საგანგებო მდგომარეობის და, უშუალოდ, მომავალი 1 თვის გეგმების განხილვას და ხმის მიცემას. პრაქტიკულად, ჩვენ გვითხრეს, რომ ხმა მიეცით იმას, რის შინაარსაც გეტყვით მერე, მომავალში, 2 დღეში. ანუ, საგანგებო მდგომარეობა რაში მდგომარეობს, რა შეზღუდვები გაძლიერდება ან შემსუბუქდება, რა ეკონომიკური გეგმა არსებობს, ამაზე არაფერი არ გვითხრეს მიზანმიმართულად, იმიტომ, რომ 2 დღეში აპირებენ და 2 დღით ადრე ეს ვერ მოახერხეს,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. შესაბამის დადგენილებას პარლამენტმა მხარი რიგგარეშე სესიაზე დაუჭირა. მომხრე იყო 97, ხოლო წინააღმდეგი 10 დეპუტატი. 

დღის ამბები