18 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
ბიზნესის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებასა და გარკვეულ საშეღავათო პირობებს ითხოვენ - ხელისუფლება ხვალ ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს

ხვალ ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს, მასში შემდეგი ეტაპით გათვალისწინებული ეკონომიკური ნაბიჯებია ასახული - სოციალური დახმარება და ბიზნესის სტიმულირება - ეს მხოლოდ მცირე ნაწილია, რაც ხელისუფლების პრიორიტეტებს შორის მოხვდა.

დოკუმენტი შეზღუდვების თანმიმდევრულ, ეტაპობრივ შემსუბუქებას გულისხმობს.

ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია რაიმე სახის შეღავათები იმისათვის, რომ ბიზესებმა იფუნქციონირონ

"აუცილებელია დაბალ პროცენტიანი სესხები გასცენ, თუ უნდათ, რომ ამ ბიზნესმა იფუნქციონიროს, სხვანაირად გამორიცხულია. რაღაც შეღავათები გვჭირდება,"- აცხადებს ღვინის მაღაზიის მეპატრონე, იანა ჩუნთიშვილი.

სპორტის დაწესებულების "ოქტოფუსის" დამფუძნებელი კი აცხადებს, რომ ასეთ პერიოდში აუცილებელია ასეთი ორგანიზაციები ისევე, როგორც სამედიცინო სფეროს დაწესებულებები განთავისუფლდნენ დღგ-ს გადასახადისაგან.

"ვისურვებდი ჩვენი სახელმწიფო ჩაეწეროს იმ ევროპული ქვეყნების სიაში, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, ესპანეთი და ა.შ, სადაც სპორტ დაწესებულებები, ისევე როგორც სამედიცინო სფეროს ორგანიზაციები განთავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან. ეს ხელს შეუწყობს ამ ბიზნესის განვითარებას, დასაქმებულების შენარჩუნებას და იმ ხელოვნურ სუნთქვას, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ დაუბრუნდება იმ ძველ ეტაპს რა ეტაპზეც ვიყავით," - აღნიშნავს "ოქტობუსის" დამფუძნებელი, გიორგი ასათიანი.

დღის ამბები