18 ნოემბერი 2024,   07:41
ვრცლად
ანტიკრიზისული გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე, არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზზე და სიტუაციის შეფასებაზე - გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრები მიიჩნევენ, რომ ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ დახმარება მნიშვნელოვანი შვება იქნება კორონავირუსის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისა და ბიზნესისთვის.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის თქმით, აღნიშნული დახმარება საქართველოს მოქალაქეებს ეკონომიკურ პრობლემებს შეუმსუბუქებს:

"დახმარება ეძლევა საქართველოს მოქალაქეებს მათ ვინც ახლა დაკარგა სამუშაო ან მომავალში დაკარგავს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც ინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. ეს არის ის პროგრამა რომელიც დღევანდელ დღეს ამ კრიზისის პირობებში უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებული ეკონომიკური პრობლემების შემსუბუქებას,"- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ანტიკრიზისული გეგმის პოლიტიკური ნიშნებზე დამყარებას უარყოფს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი. მისი თქმით, ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებულია ყველა დარგი და თემა:

"გეგმა დამყარებულია არა პოლიტიკურ ნიშნებზე როგორც ეს ჩვევიათ ჩვენს ოპონენტებს არამედ ღრმა მეცნიერულ ანალიზზე და სიტუაციის შეფასებაზე, დეტალური განხილვა ამისი მოხდა, დავუმატებ მხოლოდ ერთს, დარგი და თემა არ არის დარჩენილი პასუხის გარეშე," - განაცხადა გია ვოლსკიმ

დღის ამბები