18 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
პრინციპულად არასწორად მიგვაჩნია, უკრაინის შიგნით მიმდინარე ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენის კომენტირება - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ უკრაინის შიდა პოლიტიკური პროცესების განხილვა არაკორექტულია და ორი ქვეყნის ურთიერთობას აზიანებს. ეს განცხადება გიგა ბოკერიამ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.  

"მე და ჩვენს გუნდს პრინციპულად არასწორად, არაკორექტულად და, პირველ რიგში, ქვეყნისთვის საზიანოდ მიგვაჩნია უკრაინის შიგნით მიმდინარე ნებისმიერი პოლიტიკური მოვლენის კომენტირება და ამასთან დაკავშირებით რაღაც პოზიციის დაკავება. უკვე საკმარისზე მეტი ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ჩვენი და უკრაინის ურთიერთობას, რაც ამ შემთხვევაში, ერთი და იგივეა, ივანიშვილის გუნდმა მთელი ამ წლების განმავლობაში და ბოლო დღეებში კატასტროფული განცხადებებით, რომ დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტენ,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი "რადადან" მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე არ ადასტურებს

ამავე თემაზე
დღის ამბები