18 ნოემბერი 2024,   07:42
ვრცლად
უხერხულია, როდესაც უკრაინაში ცდილობენ, თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში მძიმე ბრალდებებითაა გასამართლებული - კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ ისეთი ადამიანის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა, რომელიც საქართველოში სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის გასამართლებული, უხერხულობას ქმნის. ეს განცხადება კახა კალაძემ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.  

"რა თქმა უნდა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა, არ არის ლამაზი და, მინიმუმ, უხერხულობას ქმნის, როდესაც ჩვენ, საქართველო და უკრაინა ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ისინი ცდილობენ, რომ მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ არის გასამართლებული საკმაოდ მძიმე ბრალდებით,"- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მიერ უმაღლესი "რადადან" მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხის უკან გაწვევის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას "ერთიანი ნაციონალური პარტიის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე არ ადასტურებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები