18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის პარლამენტმა არ დაუჭირა მხარი სააკაშვილის გაცილებით მაღალ თანამდებობაზე არჩევას -კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით პოზიციას უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციის შემდეგ ჩამოაყალიბებს. მისივე თქმით აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის გაცილებით მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე არჩევას უკრაინის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. 

"ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც საქართველოსთვის სტრატეგიული პარტნიორია. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა უკრაინის პარლამენტში მიიღეს და არ დაუჭირეს მხარი მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ადამიანის არჩევას, რომელიც ძებნილია საქართველში. რაც შეეხება გაცილებით დაბალი დონით თანამდებობაზე მის დანიშვნას, ეს ის საკითხია, რომელიც, ჩემი აზრით, დამატებით კონსულტაციებს საჭიროებს. სწორედ ამიტომ იქნა გამოწვეული ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამატებითი კონსულტაციებისთვის და ამ კონსულტაციების შედეგად ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას,"- განაცხადა კახა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართ​ველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისში, კონსულტაციებისთვის იბარებს. 

დღის ამბები