ევროპარლამენტარის, ანდრიუს კუბილიუსის წერილს კახა კალაძე ეხმაურება. "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმების შესრულებისთვის მზად არის.
"სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ ამ შეთანხმების შესრულებაზე, რომელიც გაცხადებულ იქნა და საზოგადოებამ ცხადად ნახა ამ შეთანხმების შინაარსი და ჩვენ არა ერთხელ გაგვიჟღერებია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეთანხმება, რაც იყო ამ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით 120/30-ზე ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა დ მობილიზება, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს," - განაცხადა კახა კალაძემ.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას წერილით მიმართავს და ოპოზიციასთან 8 მარტს მიღებული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებს.