18 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ჩვენ უნდა გავხადოთ დევიზად: კრიზისი, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანამ კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. 

"სულ უფრო და უფრო ხშირად გავიმეორებ იმას, რომ ჩვენ ეს კრიზისი უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. პირველად ეს უნდა ვაჩვენოთ ტურიზმის სექტროში.

საერთოდ, საქართველოსთვის პანდემია, ეს გლობალური კრიზისი, აუცილებლად უნდ გახდეს ახალი შესაძლებლობა ეკონომიკური აღდგენის და წინსვლის, ეკონომიკური აღორძინების.

ჩვენ ვსაუბრობთ გლობალურ კონკურენციაზე, სადაც მას შემდგომ, რაც სხვებთან შედარებით კარგად, ნორმალურად ვმართეთ პანდემიის რისკები, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს კრიზისი გამოიყენოს როგორც შესაძლებლობა.

საქართველოს შეუძლია გლობალურ კონკურენციაში წლის დასაწყისთან შედარებით, გაიუმჯობესოს თავისი პოზიციები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სექტროში და მე საერთოდ ვფიქრობ, რომ მომავალი წლის და ამ წლის დევიზად უნდა გავხადოთ - კრიზისი, როგორც შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის," - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

 

დღის ამბები