18 ნოემბერი 2024,   05:20
ვრცლად
აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს და ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა არ უნდა დარჩეს - გიორგი გახარია

პრემიერ- მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაშ შექმნილი კრიზის დროს, მწვავედ გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება და  აგროპროდუქტების შიდა წარმოება. გიორგი გახარია აცხადებს, რომ  მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, რომელიც რომელიც დამყარებულია  ფერმერის და ფერმერობის მხარდასაჭერად. 

"მოგეხსენებათ, რომ კრიზისის პერიოდში განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა, რას ნიშნავს ქვეყნისთვის სასურსათო უსაფრთხოება, რას ნიშნავს ქვეყნისთვის აგრო პროდუქტების შიდა წარმოება. ეს ძალზედ მგრძნობიარე იყო თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, როგორც ფასების ზრდის თვალსაზრისით, ასევე ელემენტარული ქვეყნის მომარაგების თვალსაზრისითაც. ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ამას საკმაოდ სერიოზული დასაქმების ეფექტიც აქვს. მოგეხსენებათ, რომ დღეს სოფლად ცხოვრობს ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილი და ამას ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ძლიერი სოფლი პირდაპირ ნიშნავს ძლიერ ქვეყანას და ძლიერ სახელმწიფოს. ჩვენ შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც დამყარებულია როგორც ფერმერის და ფერმერობის მხარდასაჭერად, ასევე იმ ხარისხობრივი ნიშნების შემოსატანად ფერმერულ მეურნეობაში, რომელმაც  ერთმნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა. ამ პროგრამის შედეგი უნდა იყოს, რომ აგრარული პროცესი არც ერთი დღით არ უნდა გაჩერდეს ქვეყანაში და არ უნდა დარჩეს დაუმუშავებელი მიწა ქვეყანაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

 

დღის ამბები