18 ნოემბერი 2024,   06:20
ვრცლად
თაღლითები და "მეტრუპეები" სად უნდა მოიკითხოთ ჩემზე უკეთესად იცით - კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციას პასუხობს

"კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და "მეტრუპეები" სად უნდა მოიკითხოთ ჩემზე უკეთესად იცით," - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციის ბრალდებებს, რომ თბილისში მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაკავშირებით, რომლის თანახმადაც სამუშაოებს, გამოუცდელი კომპანიები ახორციელებენ. 

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიაა და სამუშაოების შესრულებაზე სწორედ ის არის პასუხისმგებელი.

"კორუმპირებულები, თაღლითები, მაიმუნები და "მეტრუპეები" სად უნდა მოიკითხოთ იცით ჩემზე უკეთესად. ახლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ ტენდერს, როგორც ჭავჭავაძესთან მიმართებაში მოგხვდათ სიმართლის მუშტი ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც. იმიტომ, რომ ეს კონკრეტული ტენდერი გამოცხადებული იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის მხრიდან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან.

თურქული კომპანია ახორციელებს სამუშაოებს. თურქული კომპანია არის ის კომპანია, რომელსაც ჩვენთან აქვს ვალდებულებები აღებული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომ ის შედგეს ხარისხიანად," - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ თბილისის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს გამოცდილების არ მქონე კომპანიები ატარებენ. ასევე მან აღნიშნა, რომ ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, სპორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის და ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის ბიზნეს პარტნიორიცაა.

დღის ამბები