18 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
პოლიტმატიმრების, უგულავა-ოქრუაშილის გათავისუფლება წინ გადადგმული ნაბიჯია, აუცილებელია გათავისუფლდეს გიორგი რურუაც - დევიდ მაკალისტერი

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა ბრიუსელში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება წინ გადადგმული ნაბიჯია.

ევროპარლამენტარის თქმით, აუცილებელია დროულად გათავისუფლდეს გიორგი რურუაც.

"საუბრისას უნდა ავღნიშნოთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილი შესრულება. წინ გადადგმული ნაბიჯია პოლიტმატიმრების, უგულავა-ოქრუაშილის გათავისუფლება, თუმცა ეს სრული სია არ არის, აუცილებელია დროულად გათავისუფლდეს გიორგი რურუაც," - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა. 

  

დღის ამბები