საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით პროპორციული საარჩევნო სისტემა ქვეყნის პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელია, მმართველი გუნდის პოზიცია კი არის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა შედგეს.
"საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩატარდეს და საკონსტიტუციო ცვლილებები შედგება - ეს არის მმართველი გუნდის პოზიცია, რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს კონკრეტულ პოზიციას. ვთვლი, რომ ის საარჩევნო სისტემა, რომელზეც მოხდა შეთანხმება, არის დღეს, დღევანდელ ეტაპზე, დღევანდელი ქვეყნის განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი და პრინციპული. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომელიც არაერთხელ დამიფიქსირებია, ისევე, როგორც მითქვამს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და პოლიტიკური სივრცის შემდგომი რეფორმირებისა და დემოკრატიზაციისთვის აუცილებელი მომენტი. სხვა ყველაფერი პოლიტიკური სპეკულირებაა," - განაცხადა გიორგი გახარიამ.