უკრაინის საინვესტიციო ფონდს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს, კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საინვესტიციო ფონდი სექტემბრის ბოლოს გაიხსნება.
"ჩვენ ხელმძღვანელად ავიყვანეთ ბატონი ვარშალომიძე, რომელიც ბათუმს აშენებდა," - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის განცხადებითვე, ინვესტიციებზე მხოლოდ ეს გამჭვირვალე ფონდი იმუშავებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრე ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო 2004-2012 წლებში.