მოქალაქეებს, რომლებმაც პანდემიის პირობებში სამუშაო ადგილი დაკარგეს და რომლებსაც სახელმწიფო ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, მთავრობისგან დახმარების კიდევ ერთ პაკეტს მიიღებს. საუბარია საბანკო სესხს მომსახურების სამი თვით გადადების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ფინანსთა მინისტრმაც ისაუბრა.
"ამ ეტაპზე ჩვენ ბანკებთან გვქონდა კონსულტაციები და პრაქტიკულად გუშინ შევჯერდით შემდეგ მოდელზე - ისინი ერთის მხრივ იმ ადამიანებისთვის, ვისზეც საკომპენსაციო პაკეტს გავცემთ, ავტომატურად გაავრცელებენ შემდგომ გადავადებას იგივე პირობებით. ამასთან, თვითონ შეაფასებენ გადახდისუნარიანობის მიხედვით, ანუ ვისაც შეუწყდა შემოსავალი ან მკვეთრად შეუმცირდა და გადახდის პრობლემა აქვს, თავიანთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იგივე პირობებით გადაუვადებენ სესხს სამი თვით," - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.