18 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
უკრაინაში საქართველოს ელჩს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონსულტაციებისთვის ელოდებიან

უკრაინაში საქართველოს ელჩს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. თეიმურაზ შარაშენიძე კიევიდან ორი კვირის წინ, კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს.

თბილისში დაბრუნდებამდე ქართველი დიპლომატი უკრაინის საგარეო უწყებაში იმყოფებოდა, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტა წარადგინა და ოფიციალური თბილისის პოზიცია დააფიქსირა.

მთელი ეს პერიოდი საქართველოში დაბრუნდებული შარაშენიძე სავალდებულო კარანტინში იმყოფებოდა. თუ რა პოზიცია ექნება საქართველოს უკრაინასთან მიმართებით, ეს დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები