18 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება - გიორგი გახარია

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარება - ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოზე გააკეთა. მისი თქმით, დღეს არსებული ეპიდვითარება საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი შრომის შედეგად მიღწეული შედეგია. 

"დღეს ახალი შემთხვევები გვაქვს სამი და სამივე არის საკარანტინო ზონებიდან. ფაქტობრივად, დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვირუსის გავრცელება ქვეყანაში ექვემდებარება კონტროლს და ამის დასტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ რამდენიმე ფაქტი. პირველი, რომ ინფიცირებულების ახალი შემთხვევები მომდინარეობს საკარანტინო ზონებიდან, რაც ერთი მხრივ ადასტურებს იმას, რომ კარანტინის ფორმა იყო სწორი გადაწყვეტილება. მეორე, ინფიცირებულების ახალი შემთხვევები გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენთვის უკვე ცნობილი კლასტერებიდან და მესამე რისკის შემცველი ჯგუფი ეს გახლავთ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვები, რომელზეც ფაქტობრივად აქტიურად მუშაობს საკოორდინაციო საბჭოს შტაბი და კონტროლი არის გამკაცრებული. ეს რეალურად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში პანდემიის გავრცელება ექვემდებარება კონტროლს. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად ერთობლივი შრომის შედეგია," - აცხადებს გიორგი გახარია. 

დღის ამბები