"სოციალ-დემოკრატები" ფასიანი რეკლამის აკრძალვასა და უფასო საეთერო დროის ყველა პარტიისთვის თანაბრად გადანაწილებას ითხოვენ. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გია ჟორჟოლიანმა ისაუბრა
"ჩვენი კანონპროექტის მიზანია წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების თანასწორ პირობებში ჩაყენება. ფასიანი პოლიტიკური რეკლამების გაუქმება და არჩევნებზე რეგისტრირებული ყველა პოლიტიკური პარტიისათვის თანაბარი დროის გამოყოფა. ეს ხელს შეუწყობს არჩევნების კონკურენტუნარიან და თანაბარ პირობებში წარმართვას," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.