18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ფასების გაძვირება დაბალშემოსავლიან ფენას ძალიან ურტყამს - ოპოზიცია სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების ზრდაზე

პირველად სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. მაისის მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა.

პროდუქტზე ფასების გაძვირების საკითხს ოპოზიცია აფასებს. მათი განმარტებით, მთავრობამ ნაცვლად ადამიანების დახმარებისა, აბსოლუტურად არასწორი გზა აირჩია.

"გადასახადების დაწევის მიზნით ეკონომიკის სტიმულირება და მოსახლეობისთვის მეტი დახმარება იქნებოდა გამოსავალი იმისათვის, რომ ჩვენი მოქალაქეები ფასების ზრდას გამკლავებოდა. ამის ნაცვლად კი მთავრობამ აბსოლუტურად არასწორი გზა აირჩია, ადამიანებს დაჰპირდა, რომ თანხას დახარჯავდა ფასების შესანარჩუნებლად, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ ეს ვერ მოხერხდა,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძე. 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე კი აცხადებს, რომ ფასების გაძვირება დაბალშემოსავლიან ფენას ძალიან ურტყამს.

"ფასების გაძვირება სასიცოცხლოდ აუცილებელ საქონელს ეხება, ამიტომ ეს დაბალშემოსავლიან ფენას ძალიან ურტყამს. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში სიღარიბის შემცირება არ ხდება,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე. 

დღის ამბები