ქვეყანაში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების გაზრდას მთავრობის წარმომადგენლები აფასებენ.
მათი თქმით, ფასების ზრდა ბოლო დროს ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ განაპირობა.
"შექმნილმა ვითარებამ ფასების ზრდა განაპირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადაეცემა ბიზნესს, შემდეგ საფინანსოს და მთლიანად მოიხსნება სახელმწიფოს ეკონომიკური ფაქტორი. მაგრამ რამდენიმე პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებო მნიშვნელობის არის, ფასები შენარჩუნებული უნდა იყოს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.
ეკონომიკურ და ფინანსურ რყევებზე საუბრობს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე. მისი თქმით, მთავრობა ყველანაირად შეეცდება, რომ ეს პროცესები მოსახლეობაზე ნაკლებად აისახოს.
"COVID-თან დაკავშირებით არის როგორც ფინანსური, ასევე ეკონომიკური რყევები, თუმცა ჩვენ შევეცდებით ეს პროცესები მოსახლეობაზე ნაკლებად აისახოს. ყველაფრის გადაზღვევა ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდებით ყველაფერი დავძლიოთ," - აცხადებს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე.
მაისში წლიური ინფლაციის დონემ 6.5 პროცენტი შეადგინა. ერთი წლის განმავლობაში კი ხილი - 47%-ით, რძის ნაწარმი - 25%-ით, ხორცპროდუქტები - 13.5%-ით, პურპროდუქტები კი 9.2 პროცენტით გაძვირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.7 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.58 პროცენტული პუნქტით აისახა.