პანდემიის პოსტკრიზისულ გეგმაზე პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ექსპერტებთან ისაუბრა. კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტების წამყვან სპეციალისტებთან საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ უნდა შეძლოს საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება.
"პრემიერმა ქვეყნის განვითარების სხვადასხვა პრიორიტეტზე და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ ხედავს საქართველო მთავრობა ქვეყნის როლს, როგორც რეგიონში ასევე, რეგიონს მიღმა. პროფესორების მხრიდან გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართულებები უნდა აირჩიოს მთავრობამ იმისათვის, რომ მომავალში ქვეყნის ეკონომიკა კონკურენტუნარიანი გახდეს,"- აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი საქართველოში პოსტ-კრიზისული გეგმის შექმნაში აქტიურად არის ჩართული.