18 ნოემბერი 2024,   03:39
ვრცლად
ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად წასვლას ვერ შეძლებენ - პრემიერ-მინისტრი 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, წელს საქართველოს მოსახლეობა შიდა ტურიზმზე უნდა იყოს ორიენტირებულნი, რადგან კორონავირუსის პანდემიის ფონზე მოქალაქეები საზღვარგარეთ დასასვენებლად წასვლას ვერ შეძლებენ.

გიორგი გახარიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთის რეგიონში უკვე ამოწმებს რამდენიმე სასტუმროს, რათა COVID ინფექციის გამო შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდეს და ტურისტების მიღება წესების სრული დაცვით შეძლოს.

"წარმოებებიც უნდა ავამუშაოთ, რესტორნებიც და ყველაფერი ნელ-ნელა ავამუშაოთ, ეს არის ამოცანა. ამისთვის ტექნიკურ დონეზე დღეს ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე სასტუმროს იმერეთის რეგიონში ამოწმებს თუ ხარისხით მზად ვინ არის, როგორც კი გაიხსნება, რომ მიიღოს ტურისტები.

მოგეხსენებათ, რომ პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს იმიტომ, რომ დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია ძალიან შეუყვარდათ იქ, არ ვიტყვი ახლა სად სიარული, ვიღაცას რომ არ ვაწყენინო.

ამიტომ პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული გადაიხადონ ტურიზმში საქართველოში. იქ ნათესავთან ჩავედი თუ ბებიასთან, ესეც ტურიზმია, შიდა ტურიზმია და აქაც უნდა ვიცოდეთ, რომ ამას თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ამაზე სწრაფად უნდა ავკრიფოთ, სწრაფად უნდა ვისწავლოთ, რაღაც სტანდარტები უნდა დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები