საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის. ამ განცხადებით აშშ-ის ელჩი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს გამოეხმაურა.
"მე წერილი არ მინახავს, გორში ვიყავი და არ მინახავს დეტალები. ეს არ არის აშშ-ის ოფიციალური პოზიცია. არ შემიძლია ვისაუბრო ჩემი მთავრობის საკანონმდებლო განშტოების სახელით. მე სხვა განშტოებას წარმოვადგენ. კარგია, თუ კითხვას კონგრესს დაუსვამთ. მე ვიცი, რომ აშშ ეძებს თანამშრომლობის მიმართულებებს საქართველოსთან და ვაგრძელებთ ბევრ ინიციატივას საქართველოსთან, რადგან ჩვენ გვჯერა საქართველოს მომავლის და წარმატების. ჩვენი აქ ყოფნით ხაზს ვუსვამთ ვალდებულებას, რომ ვაღიარებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. მე წერილი არ მინახავს, გორში ვიყავი და არ მინახავს დეტალები. წარსულში როდესაც იყო კომუნიკაცია კონგრესში, ეს განპირობებულია იმით, რომ ისინი აქტიურად აკვირდებიან საქართველოს, ისინი ზრუნავენ საქართველოზე, აღიარებენ საქართველოს მნიშვნელობას და სურთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული. სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ჩვენ გვაქვს, ორივე ქვეყნისთვის ცენტრალურია.ჩვენ გავაკეთეთ ბევრი ინვესტიცია ერთმანეთთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ასაშენებლად. „კოვიდ 19“-ის პანდემიის პირობებში თანამშრომლობა ამის კარგი მაგალითია. მთავრობამ ძალიან კარგად იმუშავა ამ კრიზისის სამართავად და ვიამაყებთ საქართველოსთან მუშაობით, მე წარმოვადგენ აღმასრულებელ ხელისუფლებას, კონგრესმენები კი საკანონმდებლო შტოს, თუმცა ჩვენი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც დღეს არის,"- განაცხადა კელი დეგნანმა.