უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად არ დანიშვნის მიზეზებს განმარტავს. ზელენსკის განცხადებით, საქართველოს ექსპრეზიდენტის ვიცე-პრემიერის პოსტზე დანიშვნას მხარი ფრაქცია "ხალხის მსახურში" არ დაუჭირეს, რის შემდეგაც სააკაშვილს მან სხვა თანამდებობა შესთავაზა.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის პასპორტის დაბრუნება სამართლიანი იყო. ზელენსკიმ აღნიშნა ისიც, რომ არ ეშინია, თუ სააკაშვილი ოდესმე მის წინააღდეგ ბრძოლას დაიწყებს, რადგან ისინი მეგობრები არასდროს ყოფილან
"როცა სააკაშვილს შევხვდი, მან მითხრა "მინდა დაგეხმაროთ", შემდეგ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, ის ადეკვატური რჩევებით მოდიოდა. მკითხა, რა პოზიციაზე ვხედავდი მას და რეფორმების მიმართულებით ჩემი მრჩევლობა შევთავაზე, თუმცა სააკაშვილმა თქვა, რომ ეს მისი დონე არ იყო და მთავრობაში რეფორმების კუთხით ვიცე-პრემიერობით შეეძლო დაკავებულიყო. ვუპასუხე, რომ საკითხს პრემიერთან განვიხილავდი, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნას ფრაქციაში მხარი არ დაუჭირეს. შემდეგ მე მას სხვა თანამდებობა შევთავაზე,"-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.