18 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
გიორგი გახარია ტუსკის განცხადებაზე - საკონსტიტუციო პროცესი მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, დასრულდება ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი "ევროპის სახალხო პარტიის" თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის, განცხადებას ეხმიანება.  გიორგი გახარიას თქმით, სრულად ეთანხმება, რომ უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება.

მთავრობის მეთაურის თქმით, საარჩევნო სისტემა უკიდურესად მნიშვნელოვანია ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე როგორც ის, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს მართლმსაჯულების სისტემამ.

"არაერთხელ მითქვამს, რომ საარჩევნო სისტემა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის, ისევე როგორც ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისა და ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევებსა და დანაშაულებზე იმსჯელოს საქართველოს სამართალდამცავმა სისტემამ და სასამართლომ,“- განაცხადა პრემიერმა.

"ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ხელისუფლებას გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. "ტვიტერზე" განცხადებას პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ავრცელებს.

ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი რურუას ციხეში ყოფნის გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

"ევროპის სახალხო პარტია" ასევე მოელის, რომ საქართველოში მოახლოებული საარჩევნო კამპანია ამომრჩეველთა მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების გარეშე ჩატარდება.

დღის ამბები