18 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ამ უგვანო გამოკითხვების ჩატარებას ჯობია "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" გარკვეული ქეისები უნდა დადოს - გია ვოლსკი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს არ იზიარებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების სისტემის მთავარი ხარვეზი მისი პოლიტიზირებადა მმართველი ძალის სამსახურში ყოფნაა.

როგორც გია ვოლსკი აცხადებს, არა მარტო სასამართლო და პროკურატურა, ზოგადად საქართველოში ნებისმიერი ინსტიტუცია პოლიტიკური გავლენებისაგან აბსოლუტურად თავისუფალია.

"ფაქტია, რომ საერთაშორისო რეიტინგებში ჩვენი სასამართლო არის პირველ ოცეულში და ძალიან ბევრ დასავლურ ქვეყანას უსწრებს წინ. ფაქტია, რომ დღევანდელი მოცემულობით, საქართველოში ყველა რეიტინგი, რომელიც მათ შორის სასამართლოს თემის საფუძველზე იქმნება, იქ ბიზნესის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, მედია თავისუფლება თუ სასამართლო თავისუფლება, ამიტომაც ვართ ჩვენ ბიზნესის კეთების პირველ ათეულში. გარკვეული ქეისები უნდა დადოს იგივე „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“, ამ უგვანო გამოკითხვების ჩატარებას ჯობია, სადაც მას ეჭვი ეპარება, რომ სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ღებულობს," - აცხადებს გია ვოლსკი.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ჩაატარა. 

დღის ამბები