18 ნოემბერი 2024,   03:27
ვრცლად
"ანტიკრიზისული ბიუჯეტი ადეკვატურია გამოწვევების მიმართ" - პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა

84 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა. სხდომას არ ესწრებოდა ოპოზიცია.

პროექტის მიხედვით წლის ბოლომდე მთავრობა 16 მილიარდამდე ლარს დახარჯავს.

"ბიუჯეტი გახლავთ ანტიკრიზისული, ადეკვატური იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც არის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებით. ასე რომ სახელმწიფო უნდა იყოს თანმიმდევრული იმ გამოწვევების მიმართ, რომელიც არსებობს, შესაბამისად ბიუჯეტი გახლავთ ადეკვატური ამ გამოწვევების," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.

სახელწიფო ბიუჯეტის გადასახადები მილიარდ ნახევარი ლარით იზრდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 600 მილიონი ლარით მცირდება მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე სახელმწიფო უწყებას დაფინანსება უმცირდება.

მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ახალი თანამშრომლების მიღება და პრემიები.

დღის ამბები