18 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
პოლონეთი მზადაა მიიღოს ამერიკული ჯარები - ტრამპი პოლონეთის პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკელი სამხედროების პოლონეთში შესაძლო განთავსებაზე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და პოლონეთის ლიდერებმა. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ რუსულ აგრესიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსული მხარე 2008 წელს საქართველოს დაესხა თავს, 2014 წელს კი ყირიმის ანექსია მოახდინა.

დუდას განცხადებით, პოლონეთი მზადაა მიიღოს ამერიკული ჯარები, რაც ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია. დონალდ ტრამპის თქმით კი პოლონეთში სამხედრო დანაყოფების ნაწილს, სავარაუდოდ გერმანიიდან გადაიყვანს.

პოლონეთის პრეზიდენტი უცხო ქვეყნის პირველი ლიდერია, რომელიც პანდემიის პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეწვია. 

დღის ამბები