18 ნოემბერი 2024,   03:48
ვრცლად
 აშშ-ისთვის მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იყოს პარლამენტის სრული მხარდაჭერით - კელი დეგნანი

დიპლომატები, რომლებიც საარჩევნო სისტემის შეცვლისა და საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ, ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, რაც მნიშვნელოვანია.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, დიდი წარმატება იქნება, თუკი ცვლილებები პარლამენტში სრული მხარდაჭერით გავა.

"ახლა ყველას სურვილია, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს. პარლამეტში ორი მოსმენა გაიმართა, იყო ორი კენჭისყრა, რომელიც შეეხებოდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებას დამდეგი არჩევნებისთვის. ასევე, ერთობლივი განცხადება ამ შეთანხმებისა, რომელიც შეეხება პოლიტიკურ გავლენას მართლმსაჯულებაში და შერჩევით სამართალში. ეს საკითხი უნდა შესრულდეს. ეს იქნება დიდი წარმატება, თუკი ცვლილებები პარლამენტში გავა სრული მხარდაჭერით. ეს იქნება ერთგულების გამოხატულება იმ დემოკრატიული პროცესის მიმართ, რაც საქართველოშია და შექმნის უკეთეს პირობას არჩევნებისთვის.

ჩვენ გვესმის, ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის მნიშვნელოვანია, ის დამატებითი ნაბიჯები იქნას გადადგმული, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს. ჩვენ იმედი გვქვს, რომ ასეც იქნება და შეთანხმება შესრულდება და კონსტიტუციური ცვლილებები იქნება მიღებული.

ჩვენთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იყოს პარლამენტის სრული მხარდაჭერით, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგი, რომ სრულად წარმატებით შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები