18 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
გავრილოვი ამ შენობაში, ამ სავარძელში იყო მიუღებელი და ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა და შესაძლოა, დანაშაულიც - გიორგი გახარია

20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა პოლიტიკური ფასი უკვე გადაიხადა. მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი ამ თემით სპეკულირებას ცდილობს.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ 20 ივნისის საღამო საბოლოოდ მაინც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს და გადაწყვეტილება მიიღოს არჩევნებზე.

პრემიერ-მინისტრმა სესიაზე მყოფ პოლიტიკოსებს მიმართა და აღნიშნა, რომ არ იყო სწორი, როდესაც პარლამენტის შტურმით აღების პროცესს, რომელიც მისი თქმით, სისხლის სამართლის დანაშაულია, ზოგიერთი პოლიტიკოსი მხოლოდ გვერდიდან უყურებდა.

"რამდენიმე თემა გამოიკვეთა, ერთ-ერთი იყო 20 ივნისი – დაგავიწყდა, არ დაგავიწყდა, ბოდიშს მოიხდი, არ მოიხდი. ესე იგი, ქალბატონი სამადაშვილი, ბატონი რატიანი, ქალბატონი ჩხეიძე, ქალბატონი ხოშტარია, ოთარ კახიძე, გიგა ბოკერია, ყველა კითხულობს 20 ივნისის თემას.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა, თუმცა საწყენია და რა თქმა უნდა, არ არის სწორი, როდესაც ამ თემის სპეკულირება ხდება, სხვადასხვა რანგში მიპასუხია ამ თემაზე ამ ტრიბუნიდან, სხვადასხვა თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ გიპასუხებთ.

ბატონებო, რაც უნდა შეფასებები არსებობდეს, სუბიექტური, ობიექტური, მიკერძოებული თუ ასე შემდეგ, 20 ივნისის საბოლოო შეფასება იქნება ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების შეფასება. რომლებიც, მერწმუნეთ, ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში შეაფასებენ, როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ პარლამენტზე შტურმის აღკვეთად. შეიძლება, ამას სჭირდება რაღაც დრო, მაგრამ ეს შეფასება დღესაც ასეა. თქვენ არ ნებდებით, უბრალოდ, თქვენ თქვენი წარმოდგენები გაქვთ, მაგრამ საბოლოოდ ასე იქნება. 

გავრილოვი ამ შენობაში, ამ სავარძელში იყო მიუღებელი და ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა და შესაძლოა, დანაშაულიც. ამაზე მმართველმა პარტიამ პოლიტიკური ფასი უკვე გადაიხადა. თუ კიდევ რაიმე დარჩა გადასახადი, არჩევნებია და ჩვენი მოქალაქეები მოსთხოვენ.

როდესაც პოლიტიკოსები, რომლებიც ახლა აქ სხედხართ, ორგანიზებას თუ არ უწევდნენ, პირდაპირ ბრალდებებს ვერ დავიწყებ, მაგრამ გვერდით იყვნენ და უყურებდნენ ამ პროცესს, ბატონი ბოკერია მაგალითად და არ მიუთითებდნენ, რომ ეს იყო დანაშაული, იყო შეცდომა.

პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტში შეჭრა არის სისხლის სამართლის დანაშაული და ამას აქვს თავისი ფასი. ახლა თქვენ რამდენიც არ უნდა იყვიროთ, ეს იქნება შემთხვევა, როდესაც ქართულმა პოლიციამ არ დაუშვა შტურმით პარლამენტში ადამიანების შეჭრა, რადგან ეს იყო მისი მოვალეობა.

თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების სახელს სპეკულაციებისთვის იყენებთ," – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები