პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია რეგულარული ფრენების გადადების საკითხს გამოეხმაურა.
პრემიერის თქმით, საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან სატრანსპორტო თვალსაზრისით არაფერი ემუქრება.
"დღეს საქართველოდან ევროკავშირში, ან ევროკავშირიდან საქართველოში ფრენები აკრძალული არაა. დღეს დაფრინავს ბერლინიც, ვენაც, ამსტერდამიც. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ როგორც კი შესაძლებლობა გვექნება, ფრთხილად გავხსნათ საზღვრები.
თითოეული ჩვენი ნაბიჯი, იმ სპეკულირების მაგივრად, რომელსაც ზოგიერთი ტელევიზიით ავრცელებენ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზეზით იდგმება და მიზეზი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა გახლავთ. არ დაგავიწყდეთ, რომ რეგიონში ბევრგან სერიოზული აფეთქებაა. ჩვენ ეს ყველაფერი გვაქვს კოორდინაციაში, მოლაპარაკების საფუძველზე გაკეთებული ჩვენს თითოეულ პარტნიორთან და ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან არაფერი ამ სატრანსპორტო თვალსაზრისით არ ემუქრება," - განაცხადა გიორგი გახარიამ.