საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაფართოებისა და სამეზობლოს პოლიტიკის საკითხებზე ევროკომისართან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა 2020 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნები და პრიორიტეტები, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს.
დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა ევროკავშირის მიმართ, რომელმაც საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყანას შორის შეიყვანა, მისივე თქმით, ეს იმ ეფექტური ნაბიჯების კიდევ ერთი აღიარებაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით გადადგა.