მარკვეინ მალინის სტატიაზე საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენის სტატია, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.
"ქვეყნისთვის კარგია, რომ საქართველოს სტრატეგიულ მეგობრებს ამ ქვეყანაში მიმდინარე ამბები აქვთ ფოკუსის ქვეშ. ეს ეხმარება ქართველი ხალხის ნებას, რომ იყოს თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა. მეორეს მხრივ პრობლემაა, რომ გვყავს მთავრობა, აქამდე მიიყვანა საქმე, როდესაც ქვეყნის რეპუტაცია ისეთია, ხედავენ, რომ საფრთხის ქვეშ არის ქართული სახელმწიფო, სუვერენიტეტი და დემოკრატია ივანიშვილის გადადგმული ნაბიჯების მხრიდან. ეს სტატია არის ქართველი ხალხის და ჩვენი ამოცანაა, ნაკლები ზიანი მივაყენებინოთ ივანიშვილს ამ ქვეყნისთვის,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
"მე მგონია, რომ მისის ეს შეფასება არ არის სწორი, თუმცა შემაშფოთებელია ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში და ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ძალიან მომძლავრდა საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკა და ამას სჭირდება არა კონკრეტული წერილების და მესიჯების გაგზავნა, ამას სჭირდება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ მთელი მსოფლიო დარწმუნდეს, საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებში,"- პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი.
ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაკვეინ მალინმა, საავტორო წერილში ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას პუტინის მოკავშირე უწოდა.