18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
მორიგი ბრალდება ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან - საოკუპაციო რეჟიმი ქართულ მხარეს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს

მორიგი ბრალდება ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან - საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს გამყოფ ხაზთან პროვოკაციულ ქმედებებსა და დაძაბულობის ზრდაში ადანაშაულებს.

"შეიარაღების მარაგების ზრდა, საქართველოს ხელისუფლების აგრესიული მასობრივი რიტორიკა და უკანონო საპოლიციო პოსტების განთავსება მეტყველებს იმაზე, რომ თბილისი სხვისი მიწების დაპყრობისა და რევანშის შესახებ ოცნებას განაგრძობს," - ნათქვამია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება შეშფოთებას გამოთქვამს და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს ქმედებების დაგმობისაკენ მოუწოდებს.

დღის ამბები